სადღაც თუ წერია და თვითონაც თქვეს, ელჩი ურთიერთობათა გაციების გამო გადაგვყავსო, ალბათ ეს იქნება მიზეზი, გასაკვირი არ არის, ურთიერთობა გაციებულიყო, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ესტონეთის სახელმწიფო უწყებებთან სახარბიელო ურთიერთობა არ აქვს.
„სადღაც თუ წერია და თვითონაც თქვეს, ელჩი ურთიერთობათა გაციების გამო გადაგვყავსო, ალბათ ეს იქნება მიზეზი, გასაკვირი არ არის, ურთიერთობა გაციებულიყო. ქვეყანას ელჩი ერთი ქვეყნიდან მეორეში რომ გადაჰყავს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუ არა ის, რომ ვიღაც სპეციალურად გეუბნება, შენზე ვარ გაბრაზებული და ამიტომ საპროტესტო აქტად ვთვლი ამასო. მე ზუსტად არ ვიცი, საპროტესტო აქტია ეს თუ არა, მაგრამ ესტონეთის სახელმწიფო უწყებებთან, თანამდებობის პირებთან ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობა არ იყო ისე სახარბიელო, ვინმეს პროტესტი გამოეთქვა და გაკვირვებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.









