„ოცნება“ ხალხს არ ეუბნება - ჩვენ რომ მოვალთ, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი კარგად არის და იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად არ იყოს, გვებრძვის გლობალური ომის პარტია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ არაფერს ჰპირდება ხალხს. არ ეუბნება - ჩვენ რომ მოვალთ, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი კარგად არის ჩვენთან და იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად არ იყოს, გვებრძვის გლობალური ომის პარტია, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ყველაფერი კარგად არის და ასევე ყველაფერი კარგად იქნება. ანუ ეს არის მისი დაპირება. რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია - უპირისპირებს, ვისთან იქნება, გახარია იქნება ეს, გვარამია, ჯაფარიძე თუ ვიღაცა, ნაცვლად იმისა, რომ მართლა ჩამოაყალიბოს დაპირებები. ვფიქრობ ამ თამაშში ხელისუფლებას აყოლილია ოპოზიცია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.