„მაგნიტსკის სიის" მომზადებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მიშა მაგნიტსკი არ არის, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მაგნიტსკი მკვდარია და შენ ცოცხალი ხარ, აქედან დაიწყე განსხვავებების ძებნა. შემდეგ, ის ადვოკატი იყო, შენ პრეზიდენტი, ის რუსეთში იყო, შენ საქართველოში ხარ, იმან კორუფციული სქემების შესახებ რაღაც გააკეთა, შენ აქეთ გედავებიან ამას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.