გაზეთ "ასავალ დასავალის" წარმომადგენლის დიტო ჩუბინიძის დაკავებას "თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვინც გია ბარამიძის აბსურდული ბრალდებით დაჭერას მხარს უჭერდა, ინებეთ მეორე მსხვერპლი თანამედროვე ქართული მართლმსაჯულების.

ყველას კარებთან დაიჩოქებს ეს აქლემი თუ აზრზე არ მოვალთ და დაჭერობანას თამაშს არ დავასრულებთ" - წერს იაგო ხვიჩია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.