დიდი დროშა რომ შეკერეს, ამის გამო ჩემი მისვლა „ევროპულ მარშზე“რატომ იყო სავალდებულო,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ მარშს გამოეხმაურა.

„რა სავალდებულოა აქციებზე დასწრება ვერ ვხვდები. რომ ვყოფილიყავი გარეთ, პარლამენტში, უბრალოდ არ მომიწია დღეს მისვლა, სხვა საქმეები მქონდა და ამიტომ არ ვიყავი „ევროპულ მარშზე“, თორემ შემეძლო მივსულიყავი და დამეთვალიერებინა რას შვრებოდნენ, მაგრამ ზოგადად არ ჩამითვლია საჭიროდ, ტელევიზორშიც ვხედავდი რაც ხდებოდა, განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. დიდი დროშა რომ შეკერეს, ამის გამო ჩემი მისვლა რატომ იყო სავალდებულო? ისე ვერ გამოვხატავ ჩემს პროდასავლურ პოზიციას?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.