ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არ მივიღებთ - არ ვართ დაინტერესებული ივანიშვილის კადრების გადაბირებით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პარტიაში არ მივიღებთ. ამიტომ სხვა დროს თუ კობახიძეს ან ვინმეს რაიმე წამოსცდება ჩვენი მისამართით, იცოდეთ, რომ მე თქვენთან ეს მაქვს განხილული.
ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ბატონი ივანიშვილის კადრების გადაბირებით. არ მიგვაჩნია სწორად და გვგონია, რომ ჩვენ ჩვენი ხალხი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. ხოლო სალომე ზურაბიშვილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს", - განაცხადა ხვიჩიამ.