დიახ, უმთავრესად მთავრობის ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია ეს ადამიანი."- ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია  სოციალურ ქსელში.

"აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე მთავრობა ისე ამაყად აცხადებს ზედოზირების ვერსიას, გეგონება მათ სინდისზე არ იყოს, ნებისმიერი ზედოზირებით გარდაცვლილი.

დიახ, უმთავრესად მთავრობის ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია ეს ადამიანი.

1. იმიტომ, რომ როცა მთავრობა პოპულისტურად და უაზროდ ვითომ ებრძვის ნარჯომანიას, სინამდვილეში ებრძვის ადამიანს, რომელმაც არც იცის რას მოიხმარს და რა დოზირებით.

2. ებრძვის მეგობრებს საპოლიციო დაშინებით და აიძულებს განსაცდელში მიატოვონ ერთმანეთი.

ამიტომ საბოლოოდ, ვღებულობთ ადამიანის გარდაცვალებას.

აფხაზმა ბლოგერმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია, თორემ ყოველ დღე ვხოცავთ საკუთარ თანამოქალაქეებს მსგავსი გაუაზრებლობით და ეს არავის აინტერესებს.

“კუდიანებზე ნადირობა” უნდა დამთავრდეს და წამალი უნდა იყიდებოდეს აფთიაქში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ან უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება",- წერს იაგო ხვიჩია.

შსს-მ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა