არსებობს სხვადასხვა გზა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავი მოაწონო, ერთ-ერთი გზაა, მისი ტანსაცმელებისგან გააკეთო მუზეუმი, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„როცა იცი, რომ ექსპონატი არა წარსულში გარდაცვლილ ადამიანს ეკუთვნის, არამედ ცოცხალ ადამიანს, რომელიც ახლაც ასეთ ექსპონატებს ამრავლებს, ნაკლებია ინტერესი სამუზეუმო საქმიანობის მიმართ. არსებობს სხვადასხვა გზა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავი მოაწონო, ერთ-ერთი გზაა, მისი ტანსაცმელებისგან გააკეთო მუზეუმი და სხვათა შორის არაა ცუდი იდეა, მაგრამ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი აქვს - ცოცხალია მიხეილ სააკაშვილი და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს“, - განაცხადა ხვიჩიამ.