„ქოცებს“ მოსყიდული ჰყავთ „ნაცების“ „ვერხუშკა“ და შესაბამისად, მათთან შეთანხმებით არჩევნებზე 4 „ნაცური“ პარტია გადის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„რამდენიმე „ნაცური“ პოლიტიკური ჯგუფი იკვეთება და ფაქტია, ცალ-ცალკე რომ გავიდნენ არჩევნებზე ყვითელი „ნაცები“, ჯანსაღი „ნაცები“ ან კიდევ სხვა „ნაცები“, ეს არის წამგებიანი სტრატეგია. კითხვა არის ასეთი - „ნაცები“ ემზადებიან თუ არა გამარჯვებისთვის, თუ ღირსეულ მეორე ადგილზე ჩალიჩობენ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსხვილი ოპოზიციური „ნაცური“ დონორი არის ბატონი კეზერაშვილი. ბატონი კეზერაშვილი აფინანსებს არა მხოლოდ „ნაცებს“, არამედ სხვა პარტიებსაც. ჩვენ გვაქვს შანსი ერთი „ნაცების“ ნაცვლად  არჩევნებზე ოთხი „ნაცური“ პარტია გავიდეს და სამს შეექმნას ბარიერის გადალახვის პრობლემა. ჩემი აზრით, ეს არის „ქოცებთან“ შეთანხმებული თამაში, სადაც „ქოცებს“ მოსყიდული ჰყავთ „ნაცების“ „ვერხუშკა“ და შესაბამისად, მათთან შეთანხმებით არჩევნებზე 4 „ნაცური“ პარტია გადის.გვარამიას პარტია პირობითად, თუ პარტიას გააკეთებს, „ლელო“, მელიას პარტია და თავად „ნაცები“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირვრლის“ ეთერში.