ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„რაც არ უნდა ანგარიშში ჩაწერო, ზუსტად ვიცოდი, რომ ადამიანის უფლებების დაცვას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ვერ შეძლებ. ანუ, ისეთია, როგორიც შეეფერება იმ ქვეყნის სასამართლოს, სადაც მოსამართლეები დასანქცირებული არიან მთავარი პარტნიორის მიერ. თუ სისტემა მყარია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს სისტემა ბოროტმოქმედების ხელშია ჩავარდნილი. ბოროტმოქმედია სასამართლო, რომელიც სააკაშვილის პერიოდიდან დაწყებული ემსახურებოდა არა ხალხის ინტერესების დაცვას, არამედ ხალხისგან პოლიტიკური ხელისუფლების დაცვას“, – განაცხადა ხვიჩიამ.