პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს: სალომე სამადაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს შორის ინციდენტი მოხდა.
სალომე სამადაშვილი დარბაზს ტოვებდა, რა დროსაც გურამ მაჭარაშვილს მაგიდაზე თავისი წიგნი – „რუსეთის ფარული ომი“ დაუდო და მიმართა, მიხეილ ყაველაშვილისთვის გადაეცა.
სალომე სამადაშვილის ამ მიმართვას გურამ მაჭარაშვილის პროტესტი მოჰყვა და მან ოპოზიციონერ დეპუტატს წიგნი უკან ესროლა.
მანამდე, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: "სამწუხაროა, რომ ყაველაშვილი წავიდა იმიტომ რომ საჩუქარი მქონდა მისთვის მოტანილი, ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა და ჩემი წიგნი მოვუტანე რუსეთის ფარულ ომზე"