ვაშაძე და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ყოველთვის იქ იქნებიან, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გვარამიასა და ვაშაძეს რუსი ტურისტები უცებ მოეწონათ და შეიძლება, ახლა რუსეთს ინვესტიციების შემოტანაც მოსთხოვონ.
„არა მხოლოდ რუსულის, ასო „რ“-ს აკრძალვაც უნდოდათ, როგორც ჩანს, ახლა ვაშაძეს რუსი ტურისტები შეუყვარდა. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. მათთვის რომ დაგვეჯერებინა, „რ“ და „ზეტი“ კანონის დონეზე უნდა ყოფილიყო აკრძალული. ახლა ასო „რ“ და რუსი ტურისტებიც შეუყვარდათ. მათ ამ ორმაგ სტანდარტს ამომრჩეველიც არ გაუტარებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.