რადიკალურ ოპოზიციას სურვილი აქვს, რაღაცნაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. სამწუხაროდ, ამისთვის შოვის ტრაგედიას იყენებენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
„რომელ „ნაცმოძრაობაზეა“ საუბარი – ძველზე, ახალზე, დაშლილზე, აწყობილზე თუ? 2024 წლის არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და რადიკალურ ოპოზიციას სურვილი აქვს, რაღაცნაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს და სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიას იყენებენ ხოლმე. მტკიცებულება არც ამ შემთხვევაში აქვთ. „ნაცმოძრაობამ“ შეიძლება, დილით ღრუბელი დაინახოს და იტყვის, უმრავლესობამ არ დაუშვა მზის ამოსვლა საქართველოშიო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.