ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კარგად მიჰყავს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის.
„ჩვენთვის რომ ეკითხათ, ვის თავმჯდომარეობას ვუსურვებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ რომ გვეფიქრა, ვერ მოვიფიქრებდით, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამხდარიყო. „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის. ხაბეიშვილს კარგად მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი, რადგან თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის არის და სწორედ ამ სტატუსით გაიმარჯვებს. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიმინალური წარსულის თაობაზე კარგად ვიცით და ეს ადამიანი რომ აღიარებს, ისაა მერაბიშვილ-კეზერაშვილი, ადვილი მისახვედრია, რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.