პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება ALDE-ს მიერ გავრცელებულ პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა მის
მიერ ჩადენილი ქმედება, ტერორისტული აქტი, ALDE-ს მიერ გაცემული პასუხი შესაძლებელია ითარგმნოს შემდეგნაირად: "ტერორისტია მაგრამ ჩვენია".

"ანუ ALDE-მ ელისაშვილზე თქვა: "ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია".
იმ ფონზე როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება (ტერორისტული აქტი), ALDE-ს ეს წინადადება შეიძლება ვთარგმნოთ ასე: "ტერორისტია, მაგრამ ჩვენია", - წერს გურამ მაჭარაშვილი.

ინფორმაციისთვის, ALDE-მ გაავრცელა პასუხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: „რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“.