დაავადება, რასაც ჰქვია ნაცმოძრაობის დაშლა, კარგად პროგრესირებს, ყველა მიმართულებით ხდება დაშლა , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვამბობდით - 2024 წლისთვის ეს ომისა და ღალატის პარტია შეხვდება დაქსაქსული. ეს პროცესი იმითაც არის კარგი, რომ მისი ამომრჩეველი გადანაწილდება სხვადასხვა მეტნაკლებად ნორმალურ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერად“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, ახალციხის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა.