ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. 6-მა ადამიანმა დატოვა როგორც ფრაქცია, ასევე პარტია.
"7 თვის წინ, პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარდა თავმჯდომარის არჩევნები, რის შედეგადაც განხორციელდა მენეჯმენტის ცვლილება. არსებული 7 თვის განმავლობაში, ახალციხეში არსებულ ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა ახალი მენეჯმენტიდან, ჩვენი განსხვავებული პოზიციების გამო. მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად, სადაც ასევე შეუპოვრად გავაგრძელებთ ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ნებას პროდასავლური საქართველოს შენების კუთხით,"- ნათქვამია ვიდეომიმართვაში რომელსაც "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები ავრცელებენ