ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება - ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს."- წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში:
"ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება - ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს.
ამ ტრაგედიის თანამონაწილეა ნაცმოძრაობასთან აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდას და კამპანიას არა თუ ახალისებდა არამედ პირდაპირ მოუწოდებდა.
ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას..." - წერს გრეტა წიწავა.
შეგახსნებთ, "იმედის" ინფორმაციით, წყალტუბოში "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ერმილე გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "ნაცმოძრაობის" აქტივისტმა, რის შემდეგ გიგიაძე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.