"ჩვენი ბამბა კანონი აქ ზოგ-ზოგიერთისთვის " ჩხრიალებდა" და აგერ შუაგულ ევროპაში ფბ პოსტი " სისხლით" ისჯება ..."
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ფეისბუქ“ პოსტის გამო გერმანიაში აქტივისტ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
გერმანიაში მყოფმა ნატა ფერაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეისბუქ პოსტის გამო ბერლინში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.




