ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი და ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ახალგაზრდა თაობის ესთეტიკური აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნატო ყალიჩავა, ნინო კეჭაყმაძე, მირონისე ვანიძე, ვახტანგ მამეიშვილი, ავთანდილ თავართქილაძე, რევაზ ჯაში, თამაზ დარჩია და კახა ვასაძე დაჯილდოვდნენ.პაატა კუნჭულიას გადაწყვეტილებით, 2026 წლის იანვრიდან სამხატვრო სკოლა მოსწავლეებისთვის სრულიად უფასო გახდება, ხოლო მისი დაფინანსება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან განხორციელდება.შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები - ბექა ჩხიკვიშვილი და სოფო რამიშვილი, ასევე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები.




