ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"დიდოსტატის მარჯვენა. ბატონ პროკურორს კონფერენციაზე უთქვამს, კითხვაზე, თუ ვინ დაწერა ” დიდოსტატის მარჯვენა”, იმიტომ არ/ვერ ვუპასუხე, რომ ასეთი წიგნი არ არსებობსო. სინამდვილეში წიგნს ჰქვია ”დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაო”. ? კითხვა უკვე მოსამართლეობის სხვა კანდიდატებს: დიეგო მარადონა აპირებს წიგნის დაწერას, სახელად ”დიდოსტატის მარჯვენა”. რატომ მარჯვენა, როცა მემარცხენე იყო და გოლების უმეტესობა მარცხენა ფეხით აქვს გატანილი?" - წერს რომან გოცირიძე Facebook-ში და თან დიეგო მარადონას ხელით გატანილ გოლის ფოტოსაც ავრცელებს. შეგახსენებთ, შალვა თადუმაძემ ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა” ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“-განაცხადა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციაზე".