საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე უმრავლესობის წევრ დაჩი ბერაიასთან ფიზიკური დაპირიპისრების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იუმორით აღნიშნავს, რომ ვინმე მაჟორიტარის (დაჩი ბერაიას) დღევანდელი ქმედება თურმე ივანიშვილის მხრიდან "სპეციფიკური ზემოქმედებით ყოფილა განპირობებული".
"მაჟორიტართა არაადეკვატური ქცევა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კენჭისყრისას, თურმე, ივანიშვილის მხრიდან სპეციფიკური ზემოქმედებით ყოფილა განპირობებული. წინა დღით, მაჟორიტარებისათვის შუშის სასახლეში სადილი გაუმართავთ, რა დროსაც სჭმელში ვირის ტვინისგან დამზადებული ჯადო შეურევიათ. ჯადოს გამოყენების ფაქტს ადასტურებს მაჟორიტარი დეპუტატი, ვინმე დაჩი ბერაია , რომელიც ამბობს, რომ მსგავსი რამ ერთხელ უკვე შეემთხვა ”ქართუში” მუშაობის დროს და კარგად აქვს გამოცდილი ვირის ტვინის ჯადოს ზემოქმედების უცნაური ეფექტები. დღეს, პარლამენტში თავს რომ დამესხა, როგორც ჩანს ვიღაცამ ვირის ტვინი აჭამა შეუმჩნევლად. როგორც ამ საქმის მცოდნეები ამბობენ, ამ სახის ჯადო-საკვების გამოყენება ადამიანის ტვინის ვირისტვინად ტრანსფორმაციას იწვევს, რომლის ნიშნებიც ნათლად აღინიშნება დაჩიდ წოდებულ დეპუტატ ბერაიას ქცევებში"- წერს რომან გოცირიძე.