გორში სტალინის ქუჩის აბრები შინდისის გმირების სახელით შეცვალეს. ასეთი ერთგვარი აქცია აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. ინფორმაციას თან ახლავს შესაბამისი ფოტოც.

დღეს გორში, სტალინის ქუჩაზე გამოჩნდა მისამართის აღმნიშვნელი ახალი აბრები, რომლებზეც სტალინის ქუჩის ნაცვლად ახალი მისამართი შინდისის გმირების ქუჩა წერია, - ვკითხულობთ აღნიშნული მედიის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის, „მაროს“ წევრები უკვე დიდი ხანია ითხოვენ, რომ სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი დაერქვას .

ვინ არის სტალინის ქუჩის სახელის შინდისის გმირების ქუჩის  შეცვლის ინიციატორი, ამ დროისთვის უცნობია.