ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში ისაუბრა. 

,,ევროკავშირსა და ევროპას დღეს არანაირი კავშირი არ აქვს, ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, იმას რასაც ჩვენ ვუყურებთ, საბჭოთა კავშირში ბოლოს არ ხდებოდა. იქ ერთი უმაღლესი საბჭო იყო, ერთი პარტიის წარმომადგენლები ისხდნენ და ბელადი რომ ხელს აწევდა დანარჩენებიც ხელს აწევდენ. ფიფას პრეზიდენტს რა უნდოდა მშვიდობის საბჭოზე ჩემთვის გაუგებარია. ღაზაში მშვიდობის დასამყარებლად ინფანტინო რატო დაპატიჟა ტრამპმა გაუგებარია. რაღაცა შაპიტოა "ნაღდად" ჩამოყალიბებული ცირკი. სამწუხაროდ ეს ცირკი მსოფლიოს დიდ ნაწილს მართავს..."