რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისადმი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ.
„ამხ. სალომემ ცკ-ში გვიჩივლა! ესაუბრა საკავშირო სამშობლოს პირველ მდივანს ამხ. მაკრონს და კავშირის მდივანს ამხ.მიშელს. გამოთქვა მწუხარება ამხანაგების, როდიონოვის და ლებედის უდროო გარდაცვალების გამო! მოითხოვა თბილისის მეიდანზე პარტიული წესრიგის აღსადგენად ევროს-სპეცნაზის გადმოსროლა“, – წერს გოგა ხაინდრავა.
ამხ. სალომემ ცკ-ში გვიჩივლა!
— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) April 16, 2024
ესაუბრა საკავშირო სამშობლოს პირველ მდივანს ამხ.მაკრონს და კავშირის მდივანს ამხ.მიშელს.
გამოთქვა მწუხარება ამხანაგების როდიონოვის და ლებედის უდროო გარდაცვლების გამო!
მოითხოვა თბილისის მეიდანზე პარტიული
წესრიგის აღსადგენად
ევროს-სპეცნაზის გადმოსროლა!
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.
პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.
შეგახსენებთ, გუშინ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ