საბჭოთა კავშირია სალომე ზურაბიშვილია იმიტომ, რომ მენშევიკების წრეშია გაზრდილი, კოლაბორაციონისტების წრეშია გაზრდილი, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ასაბჭოებს საქართველოს თავისი მოქმედებით.
„სალომე ზურაბიშვილი რასაც აკეთებს ეს არის საბჭოთა კავშირი, ეს არის კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა, მრავალჯერადად კონსტიტუციას რომ არღვევ და სამარცხვინო საქმის გამკეთებელს ისე იწყალებ, რომ ჯერ განაჩენი არ არის გამოტანილი. ეს თვითონ წამოსცდა, თვითაღიარების დიდოსტატები არიან. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, დილას 10 საათზე მქონდა გადაწყვეტილება მიღებულიო, როდესაც განაჩენი 12 საათზე გამოცხადდა. ე.ი. ჯერ განაჩენი არც კი იცოდა. საბჭოთა კავშირი სალომე ზურაბიშვილია იმიტომ, რომ მენშევიკების წრეშია გაზრდილი, კოლაბორაციონისტების წრეშია გაზრდილი. მისი წრე, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა ნაცისტებთან თანამშრომლობდა მეორე მსოფლიო ომის დროს. იქ გაიზარდა და ეტყობა მთელი ცხოვრება გულით ატარა და როდესაც დადგა მომენტი, ეს გამოვიდა მისგან“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.