საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „ბასიანმა“ იტალიაში საკონცერტო ტურნე გამართა.
პროგრამის ფარგლებში, ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე: DISCANTO, Internazionale di Musica Portogruaro, Piccolo Opera festival, Out-of-season აჟღერდა.
„ბასიანმა“ იტალიის ხუთ ქალაქში გამართა კონცერტები, რომელთაგან ერთ-ერთი ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ „ივერიონთან“ ერთად ჩატარდა. „ივერიონი“ იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს აერთიანებს.
ანსამბლ „ბასიანის“ ტურნე ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.









