ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტარი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოკლედ, შეეშვით საკლუბო გართობას, მთავრობა რეალურ ალტერნატივას გთავაზობთ - უარი თქვით MDM-ზე, შეიძინეთ ტროტილი, ჰექსოგენი, მოაწყვეთ ტერაქტები ხალხმრავალ ადგილებში (მთავრობა სპეციალურად გამოყოფს), დააზიანეთ მაქსიმალურად მეტი ხალხი. თუ გნებავთ, სულაც, დახოცეთ. იქილერეთ. და დატკბით თავისუფლებით!“ - წერს გივი თარგამაძე Facebook-ში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამ დრომდე ისინი გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი.