პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი სოფელ შავშვებში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
ბაღი ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით.
საბავშვო ბაღის მშენებლობას სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილ და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.