ჩემს შვილს, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინელებმა დაუფასეს ის, რაც გააკეთა უკრაინისთვის - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან მიჭირს ხოლმე მისი ყურება, ისეთ მდგომარეობაშია, ვერაფრით ვერ ვცნობ ჩემს შვილს, ყოველ დღე წონაში იკლებს. სასამართლო პროცესზე ვერ მოახერხებს დასწრებას, ე.ი უნდა აფხიკონ ადამიანი მიაყუდონ რაღაცას, მერე ეწევა წნევა და მერე იწყება უარესი პრობლემები.

ის ვიცი ზუსტად, რომ უკრაინელებს ძალიან უნდათ როგორმე გადაარჩინონ ეს ადამიანი, იმიტომ რომ უკრაინელებმა ძალიან დაუფასეს თუნდაც ის, რაც გააკეთა მან უკრაინისთვის, განსხვავებით საქართველოსგან“,- აღნიშნა გიული ალასანიამ.