"გირჩი" პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს. ალექსანდრე რაქვიაშილის თქმით, მისთვის უცნობია რა თამაშს თამაშობს "ოცნება", თუმცა ამ თამაშში შესვლა არ სურს.
"ჩვენ მხარს არ დავუჭერთ იმიტომ, რომ ზოგადად, არც კი მინდა „ქართული ოცნების“ თამაშში შევიდე. დარწმუნებული ვარ, რომ საჯაროდ გაცხადებულიც რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს სიმართლე არ არის. მჯერა, რომ მთავრობა არღვევს კონსტიტუციას იმ გაგებით, რომ ხელს უშლის ევროინტეგრაციას. როგორი არის მოტივები „ქართული ოცნების“, ჩემთვის უცნობია. მე შეიძლება ვივარაუდო, რომ შეიძლება ენმ-ს წამოგება უნდათ რაღაცაზე, მაგალითად, პრეზიდენტთან რომ შევიდეს დაპირისპირებაში ან პირიქით, მიშა შეაწყალებინონ ან პირიქით, იმპიჩმენტს დაუჭირონ მხარი," - ამბობს რაქვიაშვილი.