საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს.

"სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიის შუქურა - ადამიანი, რომელმაც სადიზმით დანერგა მართვა ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი კი, რომელსაც არასდროს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს, თურმე, დასანქცირებას მოითხოვს, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, საქართველოსთვის არ არის მიზეზი იმისა, რომ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს,"- ასე აფასებს გიორგი ვოლსკი 6 პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი დეპუტატების მიერ შემუშავებულ რეზოლუცია.

შეგახსენებთ, "საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ" - 14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა