"კასიანოვის განცხადება, ჯერ ეს ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ, იმ ვითარების, რომელიც 2008-ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ რასაც იგი დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრება გამილიონერებას, რომლებსაც წინა დღეს არაფერი ებადათ და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში, ხდება მილიარდერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება-გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი, საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებს ზოგიერთ ჩინოსანს, მაგრამ, ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და, როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით. არა მარტო იარაღის გადაცემაზე, არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა.
უკრაინიდან თვითმფრინავებიც კი გამოაგზავნეს ჩარტერული რეისებით, ამას არ დავთანხმდით, ვინაიდან ეს ომში ჩართვის ადეკვატური იქნებოდა. ამიტომ ვამბობთ, მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა – ეს ის ინტერესია, რომელსაც დღემდე დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი. რაც შეეხება ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რამე გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს. როცა ამ თემაზეა საუბარი, ჩვენ ვამბობთ, და სწორედაც ვამბობთ, რომ, ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორე, იქ რა გარიგებები მოხდა, ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი. ამ თემაზე საუბარი არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს – არ გულისხმობენ საქართველოს ომში ჩართვას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" სისტემების დაბრუნებას სთხოვს