ფორმულა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს, არის მიუღებელი და გაუგებარი და პირდაპირ მიმართულია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ასეთი ფორმულა, რომ საზოგადოებას ეკუთვნის, ხოლო მისი უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას არაფერი ეკუთვნის, არის მიუღებელი და გაუგონარი, რომელიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.