ყველა ოპოზიციურ ლიდერს მოვუწოდებ, სამიზნე გაასწოროს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქსტატუსს ეხებოდა.
„რუსული რეჟიმი არის ხელისუფლებაში და ამაში უნდა ვიყოთ ერთიანები, დანარჩენი, ამ პატარ-პატარა საკითხებში ვერ შევალ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს: ხელფასი, ბენზინი, „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს