"ხალხო, გაასწორეთ სამიზნე, ახლა ურთიერთთავდასხმების დრო არ არის" - ასე პასუხობს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას. 

ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანებს რაღაც ძალავს ხოლმე და მთავარი სამიზნიდან მეორე, ოპოზიციური ფლანგის დაზიანებაზე გადადიან. მე მგონია, რომ ეს დაბოღმილი მიდგომა გაივლის და ყველა ნათელ მხარეზე გადავა. ხალხო, გაასწორეთ რა სამიზნე, ვინც რა გზა არ უნდა აირჩიოს, ახლა ურთიერთთავდასხმების დროს არ არის - აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ენმ-ში მოიყვანეს 0.5%-იანი გიორგი ვაშაძე, რომელსაც არჩევნებზე ნიგერიელმა პრინცმა ოგბუნუჯუმაც კი გაუსწრო - ეს როგორ შეიძლება იყოს გამარჯვების პლატფორმა.