ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში მონაწილე ქართველ ლეგიონერთა გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს.

„ვილიარეალმა“ სახლში „ვალენსია“ დაამარცხა და კვლავ მესამე ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 6,1) შეუცვლელად ითამაშა.

„ვილიარეალი“ - „ვალენსია“ 2:1(2:1)



„ლივერპულმა“ „ნოტინგემში“ 90+7 წუთზე ალექსის მაკალისტერის გატანილი გოლით გაიმარჯვა და მესამე ადგილზე მყოფ „ასტონ ვილასთან“ ქულათა სხვაობა ექვსამდე შეამცირა, „არსენალს“ და „მანჩესტერ სიტის“ კი კვლავ ძლიერ ჩამორჩება.

გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია.

„ნოტინგემი“ - „ლივერპული“ 0:1(0:0)



ავსტრიაში „შტურმმა“ აუტსაიდერი „ლინცი“ დაამარცხა. ოთარ კიტეიშვილს არ უთამაშია, გიზო მამაგეიშვილი (Flashscore - 6,8) 67-ე წუთზე შეცვალეს.

„შტურმი“ - „ლინცი“ 1:0(1:0)



გერმანიაში ისევ ვერ მოიგო სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფმა „ჰაიდენჰაიმმა“, ბუდუ ზივზივაძეს არ უთამაშია.

„ჰაიდენჰაიმი“ - „შტუტგარტი“ 3:3(2:2)