რუსული კანონს მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ამოცანას არ ცვლის, ხელისუფლება შესაცვლელია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„პირადად მე არათუ მხარს ვუჭერ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებას, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამის რეალიზება როგორმე მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსული კანონი გავა პარლამენტიდან, მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ამოცანას არ ცვლის. ხელისუფლება შესაცვლელია და ხელისუფლება ყველამ ერთად, ერთიანი ძალით, დიდმა თუ პატარამ, პარტიულმა თუ უპარტიომ, საზოგადო მოღვაწემ, კულტურისა თუ სპორტის სფეროს წარმომადგენელმა ერთად უნდა შევცვალოთ. ამიტომ ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელები და წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ, ეს არის საზოგადოების დაკვეთა დღეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მისივე თქმით, ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო ოპოზიციურ სიას ნიშნავს.