მე ყველა შეხვედრაზე ვამბობ - ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ამდენი ხანი ამ ბუნდოვანებით ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ვითომ ის არის პროდასავლური ძალა, ამაში თავისი დანაშაულის წვლილი მიუძღვის დასავლელ პარტნიორებსაც, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ხელის ჩამორთმევით, დიპლომატიური ენით, რომლითაც ისინი აქამდე საუბრობდნენ, ეს იყო შეცდომა და ამას აღიარებენ. როდესაც 19 აპრილის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული გარანტიის ქვეშ, ჩვენ, ოპოზიციამ ხელი მოვაწერეთ, ეს შეთანხმება როდესაც დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ და ამაზე რომ არ მოხვდა კარგად და პასუხი არ აგო, ეს შეცდომა იყო. ამ შეცდომას დღეს ყველა ხედავს. ამ დიდ ილუზორულ სივრცეში, ამ რუსულ დეზინფორმაციის მანქანაში, სამწუხაროდ, თავისი შეცდომა აქვს დაშვებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც და ისინი სწორედ ამას ამბობენ, რომ გამოსწორდება ეს შეცდომა“,- განაცხადა ვაშაძემ.