არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწევთ ჩააბარონ ტესტი. ნაცებთან არ დავდგები კი არა საკუთარი თავი დაიცავით - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწევთ ჩააბარონ ტესტი, კერძოდ, რამდენიმე ასეული მოქმედი ორგანიზაციაა და პირდაპირ მათ წინააღმდეგ არის ეს კანონი მიმართული, ამიტომ ძალიან გულწრფელად ველოდები თითოეული ორგანიზაციის სათანადო ბრძოლას, თუნდაც იმით, რომ ერთ დღეს, გრანტით ხელფასზე მყოფი ყველა ადამიანი მაინც დადგება პარლამენტის წინ, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ!
აქვე, ნაცებთან არ დავდგები კი არა, საკუთარი თავი დაიცავით, რომ ელემენტარული რწმენა არსებობდეს თქვენს მიმართ/სხვისი დაცვა შეგიძლიათ თუ არა!
იბრძოლეთ, ჩვენ/ნაცები კი, ყოველთვის ავანგარდში ვიქნებით ამ ბრძოლის!“ - წერს გიორგი მუმლაძე.