წარმოიდგინეთ, როგორი ჭაობია სასამართლოში, რომ ამ დასუსტებული ოპოზიციის პირობებშიც კი ეშინია ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის შექმნა - ამის შესახებ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელი, გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.
„წარმოიდგინეთ, როგორი ჭაობია სასამართლოში, რომ ამ დასუსტებული ოპოზიციის პირობებშიც კი ეშინია ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც ფაქტობრივი უმრავლესობა თავად ექნება და გადაწყვეტილებასაც საბოლოოდ თავად მიიღებს.
ამ ჭაობში ჩაბუდებული წურბელები წოვენ სისხლს სამართალს ჩვენს ქვეყანაში. თავად წურბელები, ვერც იმას ხვდებიან, ჭაობში რომ ცხოვრობენ და ვერც იმას, სხვისი სისხლის წოვით რომ არსებობენ. ამიტომ იყურებიან გაკვირვებული სახეებით და აგრძელებენ იმ საქმეს, რაც იციან და ეხერხებათ“, - წერს გიორგი მშვენიერაძე.
ცნობისათვის, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.