„ოცნების“ წარმომადგენლები მსოფლიოს ყველაზე დიდ სამხედრო ბლოკს ისე გადაუვლიან ხოლმე, რომ ამათზე მამაცი არავინ მეგულება - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ამათ რომ მოუსმენ, ცალკე ევროპას, ცალკე ამერიკას, ცალკე ნატოს ლანძღავენ. მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკურ ბლოკს, მსოფლიოს ყველაზე დიდ სამხედრო ბლოკს ისე გადაუვლიან და გადმოუვლიან ხოლმე, რომ ამათზე მამაცი სხვა არ ვიცი ვინ არის.
ისინი არიან რუსეთის მიერ მართულნი, სავარაუდოდ ბიძინა არის ამ მდგომარეობაში იმიტომ, რომ ეშინია და გარკვეულწილად თანავუგრძნობ მას. ალბათ, ძალიან საშიშია, როდესაც პირადად პუტინი გიპირისპირდება, მაგრამ მეორე მხარეს ჩვენი ქვეყნის ბედია და ბუნებრივია აქ არჩევანი ერთმნიშვნელოვანია“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.