ამ დროისთვის ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო მონაცემებით, სულ 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა პარტიული სიები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას რამდენმა პარტიამ წარადგინა და რამდენად უხარვეზოა სიები.
"რამდენად უხარვეზოა, რამდენიმე დღეში გვექნება შეფასების გაკეთების შესაძლებლობა, რადგან სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პარტიული სიების წარმოდგენა. ამ დროისთვის ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო მონაცემებით, სულ 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა პარტიული სიები. აქედან ერთი სუბიექტის მიერ გასული დღეების წინ წარმოდგენილმა სიამ რეგისტრაცია განიცადა, ხოლო დანარჩენ სიებთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცესები უკვე დაიწყო“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.