„კავკასუს ონლაინის“ სხვა ქონებებთან ერთად, presa.ge გიორგი კაპანაძეს გადაეცა, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო წევრია, presa.ge-ში ბოლო სტატია 2010 წლის 19 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ სათაურით – „პრესა.ჯის“ გამოქვაბულის ადამიანები დაეპატრონნენ“, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ჟურნალისტმა, გიორგი იაკობაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ ბრიფინგის გამართვაც სცადეს, თუმცა სივრცის დათმობაზე უარი მიიღეს, მხოლოდ ერთი დათანხმდა და მანაც ერთ საათში 300 დოლარი მოითხოვა.
„კავკასუს ონლაინის“ სხვა ქონებებთან ერთად presa.ge გადაეცა გიორგი კაპანაძეს, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო წევრია. „კავკასუს ონლაინი“ ამას მიჰყვა ის საიტები, რომლებიც ჩამოვთვალე, ამას მიჰყვა presa.ge-ს დომენიც, რომელიც იყო ჩემი. უკვე შემდეგ გავიგე, რომ იქიდან მოთხოვნა იყო, presa.ge მე არ უნდა დამბრუნებოდა და უნდა წასულიყო მათკენ. ასეც მოხდა. 2010 წლის 19 დეკემბერს ჩვენ საბოლოოდ დავტოვეთ presa.ge, ბოლო სტატია გამოვაქვეყნეთ, სათაურით presa.ge გამოქვაბულის ადამიანები დაეპატრონნენ“. მართლაც გამოქვაბულის ადამიანები იყვნენ, ვინც დაეპატრონნენ, გადაეცა გიორგი კაპანაძეს, რომელიც არის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო წევრი. რამდენიმე დღეში ბრიფინგის გამართვა გადავწყვიტეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის გვეცნობებინა. ყველამ უარი გვითხრა, რომ ბრიფინგისთვის დაეთმოთ სივრცე. მხოლოდ ერთი დათანხმდა და იმანაც 300 დოლარი მოგვთხოვა ერთ საათში „კოლეგებს“. ვინც უარი გვითხრა და ვინც თანხა მოგვთხოვა, ყველანი არიანი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, როგორიც არის „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“,- განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, 2011 წელს სოროსის ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი დაჰპირდა, რომ გრანტს გამოუყოფდა, თუმცა, საბოლოოდ, თანხა სხვას მისცეს.
„2011 წლის მარტია, სახლებიდან ვმუშაობთ. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა მითხრა, ჩვენთან გრანტები იქნებაო, კერძოდ, რვა ათასი დოლარის ფარგლებში დავაფინანსებთ ოფისის ქირას, საოფისე ავეჯს და ტექნიკასო, რაც ჩვენ არ გვქონდა. გამიკვირდა, რომ სოროსის ფონდის მხრიდან ასეთი წინადადება იყო, თუმცა, რადგან იყო, დავწერეთ პროექტი და ბოლოს, მისცეს სხვას, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა. დავურეკე ზვიად ქორიძეს, რომელიც იყო პროექტის ბორდის წევრი, ვუთხარი, რა არის ეს-მეთქი, მე რატომ მეუბნებიო, მედია პროექტების კოორდინატორია ალეკო ელისაშვილიო. ყველანი კარგად ვხვდებით, რას ნიშნავს 2011 წელს სოროსის ფონდში მედია პროექტების კოორდინატორის პოსტი. ამ ადამიანს რა აქვს სალაპარაკო იმაზე, რომ დავუშვათ, იქ ოპოზიციონერი ჟურნალისტი იყო ან ზოგადად, დღეს წარმოადგენს რაღაცას“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.