საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში წერს, რომ შესაძლოა ქართულ პოლიტიკაში "ოცნების" მთავრობის ყოფილი წევრი, ირაკლი ალასანია დაბრუნდეს.
გიორგი გამსახურდია წერს, რომ შესაძლოა ირაკლი ალასანიასა და "ოცნების" მთავრობის ყოფილი მეთაური, გიორგი გახარიას ალიანსი ვიხილოთ.
"მიუხედავად შიგნით არსებული არნახული ზიზღისა და სიძულვილისა, დალაგდნენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში. მაგას თუ დალაგება ჰქვია. მოღალატე გახარია იმდენად ნაძირალაა, რომ მაგ პარტიებიდან არცერთმა არ გაიკარა. სავარაუდოდ, ალასანიას გააცოცხლებენ ახლა და სამეგრელოს ხმების იმედით, დააწყვილებენ გახარიასა და ალასანიას ოქტომბრის არჩევნებზე.
საინტერესო წყვილი იქნება ორივე, ღალატის ბექგრაუნდით და ა.შ. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სახელმწიფო სამსახურებიდან ხალხი გადმოიბირონ, უფრო მეტად, თვალის ჩაპაჭუნებაზე და ლოყაზე ხალზე დახამებული ნაც-ლოიალური მდედრები. მოკლედ, დიდი ვერაფერი, უბრალოდ სამწუხაროა ეს მოღალატეები ოდესღაც ჩვენ გუნდში რომ იყვნენ. მოგხედავთ." - წერს გამსახურდია.