"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და ყველა იმ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ვინც გარედან დაკვეთას ასრულებდა" - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს და 34 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს:

"1992 წლის იანვარი, ზუსტად 34 წლის უკან. სომხეთი, იჯევანი.იმ დროს რუსის ღორების ხახაში ჩაგვაგდო, მაშინდელმა მსოფლიო წესრიგმა, საკუთარ ტყავზე გადავიტანე მაშინდელი დემოკრატიის ხიბლი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და ყველა იმ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ვინც გარედან დაკვეთას ასრულებდა. დღეს რომ ზოგიერთები პოლიტიკოსობენ და იმოძღვრებიან კიდევაც, ეგრე არ არის და ვერც იქნება" - წერს გიორგი გამსახურდია.