ზუსტად იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა. არა დღევანდელში, რომელიც სანატორიუმს უფრო ჰგავს ვიდრე ციხეს, - წერს გიორგი გამსახურდია, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც, პენიტენციური სამსახურის ცნობით, “ვივამედიდან” საპატიმროში დააბრუნეს.

მისივე განცხადებით, სააკაშვილმა ციხეში იმის მეასედი უნდა გამოცადოს საკუთარ ტყავზე, რაც გიორგი გამსახურდიას ძმამ, ცოტნე გამსახურდიამ გამოიარა.

„ზუსტად იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ქონდა. არა დღევანდელში, რომელიც სანატორიუმს უფრო გავს ვიდრე ციხეს. 
ისიც ხშირად უნდა გაახსენო და საკუთარ ტყავზე გამოაცდევინო, თვითონ როგორც ექცეოდა პატიმრებს და  მათ ახლობლებს. პირადად ცოტნეს მაგალითზე ვიტყოდი, რაც ცოტნემ გამოიარა, იმის მეასედი უნდა ანახო ამ არაკაცს და საკუთარი ქვეყნის გამყიდველს. 

P.S. ისე, მე თუ მკითხავთ, გაცილებით ადრე იყო გადასაყვანი ეს არარაობა”, - წერს გამსახურდია X-ზე.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა №12 ციხეში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას