პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა.
„საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, რითაც კიდევ ერთხელ ცნო რუსეთი აგრესორად. მადლობა საჯარო მოხელეებს მათი დაუღალავი შრომისთვის“, - აცხადებს გახარია.