გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა. ესაა დღეს ჩვენი ვალი და მისია საქართველოს წინაშე. - წერს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში:

"32 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ რეფერენდუმზე დასმულ კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა” ერთსულოვნად გასცა დადებითი პასუხი, რასაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მოჰყვა.სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, 84 წლის წინ დაიბადა ამ გამარჯვების ავტორი, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა.ესაა დღეს ჩვენი ვალი და მისია საქართველოს წინაშე."