ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და ივანიშვილის დღევანდელმა რეაქციამ მისი მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა - წერს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს.
"მივესალმები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დროულ ვიზიტს საქართველოში. ნაცვლად იმისა, მთავრობამ დაამტკიცოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების ნამდვილი ნება და გამოავლინოს საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, ის აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას, თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება პირდაპირ ფრენებს და უვიზო რეჟიმს რუსეთთან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და ივანიშვილის დღევანდელმა რეაქციამ მისი მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა. გვაქვს გერმანიის მხარდაჭერის იმედი."